მელბურნში „დიდი სლემის“ პირველი ტურნირის ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა შედგა.
აშკარად გაუმართლა მსოფლიოს მე-20 ჩოგანს, ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს. პირველ წრეში მისი მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება. პირველი რაუნდის მოგების შემხთვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში არგენტინელ გვიდო ანდრეოცისა (80-ე ნომერი) და კვალიფიკაციაში გამარჯვებულს შორის მოგებულს შეხვდება.
პირველი განთესილი, რომელიც შეიძლება ბასილაშვილს შეხვდეს, ბერძენი სტეფანოს ციციპასია, რომელიც მე-14 ნომერად არის განთესილი. მათი სავარაუდო შეხვედრა მესამე წრეში შედგება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბადის იმ ნახევარში მოხვდა, რომელშიც მსოფლიოს მეორე და მესამე ჩოგნები – რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი არიან.