დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასპარეზობას ATP-ის 500-იანი სერიის – ვენის ტურნირში დაიწყებს, სადაც ქართველი პირველ წრეში, სამხრეთ აფრიკელ – კევინ ანდერსონს შეხვდება.
ბასილაშვილის მეტოქე, მსოფლიოს რეიტინგში მერვე ჩოგანია, ნიკოლოზი კი – 24-ე. გასული კვირის შედეგბიდან გამომდინარე, ჩვენი თანამემამულე ერთი ადგილით უკან გადავიდა, რადგან რუსმა კარენ ხაჩანოვმა მოსკოვში გამართული 250-იანი სერიის ტურნირი მოიგო, 205 სარეიტინგო ქულა აიღო და 26–ე ადგილიდან 19-ზე გადაინაცვლა.
ნიკოლოზ ბაილაშვილი და კევინ ანდერსონი ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და გამარჯვება სამხრეთ აფრიკელის ანგარიშზეა.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 19.00 საათზეა დაგეგმილი.