ბასილაშვილი ვენის და პარიზის ტურნირებისთვის ემზადება

19:19, 19.10.2018

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 ოქტომბრიდან ვენის 500-იანი სერიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი თანამემამულე წელს, ვენის გარდა, პარიზის მასტერსზეც აპირებს გამოსვლას. ეს ATP-ს 1000-იანი სერიის ტურნირი და უპრესტიჟულესი შეჯიბრია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში ნიკოლოზი 23-ე ჩოგანია და ამ ორ ტურნირში დამაჯერებელი გამოსვლის შემთხვევაში, 2018 წელი მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შეუძლია დაამთავროს.

მსგავსი