ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 ოქტომბრიდან ვენის 500-იანი სერიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენი თანამემამულე წელს, ვენის გარდა, პარიზის მასტერსზეც აპირებს გამოსვლას. ეს ATP-ს 1000-იანი სერიის ტურნირი და უპრესტიჟულესი შეჯიბრია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში ნიკოლოზი 23-ე ჩოგანია და ამ ორ ტურნირში დამაჯერებელი გამოსვლის შემთხვევაში, 2018 წელი მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შეუძლია დაამთავროს.