ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

01:10, 01.03.2019
DUBAI, UNITED ARAB EMIRATES – FEBRUARY 28:  Nikoloz Basilashvili of Georgia looks on against Borna Coric of Croatia during day twelve of the ATP Dubai Duty Free Tennis Championships at Dubai Duty Free Tennis Stadium on February 28, 2019 in Dubai, United Arab Emirates. (Photo by Francois Nel/Getty Images)

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო. მან ხორვატ ბორნა ჩორიჩთან ორსაათნახევარში, ანგარიშით- 6:4, 2:6, 6:7(1) წააგო.

პირველი სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და მეტოქე ბრეიკ-პოინტის გარეშე დატოვა. თავად ბასილაშვილმა მესამე გეიმში ​სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ბრეიკი მესამე ცდაზე შეასრულა, რითაც პარტიაში მოგება მიითვალა.

მეორე სეტიდან ინიციატივა ხორვატმა მოიპოვა. ჩორიჩმა ორმაგი ბრეიკით დაწინაურება შეძლო – 5:0. მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა ბასილაშვილი და ერთი დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, თუმცა, 2:5-ზე საკუთარი გეიმი და მასთან ერთად სეტი წააგო.

ჩორიჩს მეორე პარტიაში მოპოვებული ინიციატივა მესამე სეტში გადაყვა და ნახევარფინალთან ახლოს მივიდა. ხორვატმა მეოთხე გეიმში ბრეიკი შეასრულა და ანგარიში 4:1 წაიყვანა. როცა ჩორიჩი გამარჯვებას ძალიან მიუახლოვდა, ბასილაშვილმა თამაშის ბედის შემოტრიალება შეძლო. მეშვიდე გეიმში ქართველმა უკუბრეიკი შეასრულა და თანაფარდობა აღდგა. ამის შემდეგ, ნიკას კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და ყველაფერი ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა.

მე-13 გეიმში ჩორიჩმა თავის მოწოდებაზე უშეცდომოდ ითამაშა, სამი მინი-ბრეიკით 6:1 დაწინაურდა და ხუთმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ხორვატმა მატჩი თავის სასარგებლოდ პირველივე ცდაზე დაასრულა.

მსგავსი