საჩოგბურთო კვირა ბასილშვილის გარეშე
საჩოგბურთო კვირა ბასილშვილის გარეშე

სანამ – ნიკოლოზ ბასილაშვილს პაუზა აქვს, დღეს ევროპის სამ ქალაქში: ანტვერპენში, მოსკოვსა და სტოკჰოლმში 250-იანი სერიის ტურნირები დაიწყო, სადაც თავი ჩოგბურთელთა საკმაოდ სოლიდურმა შემადგენლობამ მოიყარა. ბელგიაში მიმდინარე ტურნირზე, პირველ ნომრად მსოფლიოს რეიტინგის მე-15 ჩოგანი – ბრიტანელი კაილ ედმუნდი თამაშობს. მოსკოვში განთესილებს სათავეში, იტალიელი – მარკო ჩეკინატო უდგას, რომელიც ამჟამად რეიტინგში მე-19 ჩოგბურთელია, ხოლო შვედეთში- შეჯიბრის პირველი ნომერი მსოფლიოს მეათე მოთამაშე – ჯონ ისნერია.

იმ კვირაში კი ATP-ის 500-იანი სერიის ორი ტურნირი გაიმართება, რომლებიც 22 ოქტომბრს – ბაზელსა და ვენაში აიღებს სტარტს. იქნება თუ არა რომელიმე მათგანზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ჯერჯერობით უცნობია.