ნიკოლოზ ბასილაშვილს სატურნირო ბადე შეეცვალა - ქართველი სამხრეთ კორეელ ჩუნგს შეხვდება
ნიკოლოზ ბასილაშვილს სატურნირო ბადე შეეცვალა - ქართველი სამხრეთ კორეელ ჩუნგს შეხვდება

როტერდამის „ეიტიპის“ (ATP) 250-იან ტურნირზე, სატურნირო ბადე შეიცვალა, რამაც ცვლილებები ნიკოლოზ ბასილაშვილის მომავალ და სავარაუდო მეტოქეებშიც შეიტანა. ბასილაშვილმა ბადის პირველ ოთხეულში მყოფ წყვილებში აინაცვლა და იტალიელი ანდრეას სეპის ნაცვლად, სამხრეთ კორეელ ჰეიონ ჩუნგს შეხვდება. აზიელი 22 წლისაა და ATP-ის რეიტინგში 50 ადგილს იკავებს. ამ წყვილის გამარჯვებული მერვედფინალში, სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუკსოვიჩს შორის მოგებულს შეხვდება.

ცვლილებები ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგიტის ტრავმამ გამოიწვია. ესპანელი, რომელიც მეშვიდე ნომრად იყო განთესილი ტურნირიდან ჩაიხსნა. შედეგად ბასილაშვილი მეათეს ნაცვლად მეცხრე ნომრად განთესილი გახდა და პირველ ჯგუფში ავიდა.

ბასილაშვილისა და ჩუნგის შეხვედრა 11 თებერვლის ღამით, თბილისის დროით 00:00 საათზეა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი