ბასილაშვილის მორიგი პირადი რეკორდი - ქართველი ჩოგბურთელი 21-ე ჩოგანია
ბასილაშვილის მორიგი პირადი რეკორდი - ქართველი ჩოგბურთელი 21-ე ჩოგანია

პარიზში მიმდინარე მასტერსის ტურნირზე განცდილი მარცხის მიუხედავად, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ლაივრეიტინგში, კარიერაში სარეკორდო 21-ე საფეხურზე იმყოფება. მან ერთი ადგილით წინ იმის ხარჯზე გადაიწია, რომ ორშაბათს გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში 12-ე ადგილზე მყოფი დავიდ გოფინი, ათი საფეხურით დაქვეითდა. ბელგიელის ესეთი დიდი ვარდნა, იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მინაწილეობას ვერ მიიღებს და 890 სარეიტინგო ქულა დააკლდა.

შეგახსენებთ,რომ დავიდ გოფინმა, შარშანდელი წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ითამაშა და ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა.