მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, გასულ კვირას ავსტრიაში, ვენის ტურნირზე ერთი მატჩიც ვერ მოიგო, მან რეიტინგში ახალი პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორი ადგილი მოიგო და მსოფლიოს 22-ე ჩოგანი გახდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ვენაში პირველი წრე, სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან – 6:4, 6:7(6), 3:6 წააგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის „მასტერში“ ორშაბათიდან ჩაებმება. ის პირველი წრის მატჩს, ავსტრალიელი ჯონ მილმენის წინააღმდეგ, თბილისის დროით 14 საათზე დაიწყებს.