ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე იტალიელ მაგერს დღეს შეხვდება #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე იტალიელ მაგერს დღეს შეხვდება #1TVSPORT

მსოფლიო რეიტინგის 36-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს მეცის ტურნირზე პირველ შეხვედრას გამართავს.

1/16 ფინალში ქართველის მეტოქე იტალიელი ჯანლუკა მაგერი (78) იქნება. მეტოქეები ერთმანეთს კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან.

ბასილაშვილის მეტოქე პირველი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინასა და ფრანგ ჟილ სიმონს შორის მოგებული იქნება.

ქართველის და იტალიელის შეხვედრა დღეს 21:30 საათზეა ჩანიშნული.

მეცის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგაა, რომელმაც გამარჯვება 2019 წელს მოიპოვა. 2020-ში კი კორონავირუსის პანდემიის გამო გათამაშება არ გამართულა.