ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის ფინალში გავიდა. ესპანეთში მიმდინარე ჩელენჯერის ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა.

ტრავმის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მურსიის ტურნირი ყველაზე წარმატებულია. გამოცდილ ესპანელთან შეხვედრაში ქართველმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

ესპანეთში ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ფინალისკენ მიმავალ გზაზე ექვსი თამაში მოიგო. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი გასულ კვირას ლეს ფრანკეს დელ ვალეს ტურნირის ნახევარფინალშიც იყო გასული.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე 19 წლის პორტუგალიელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 248-ე ჩოგანი ენრიკე როკა იქნება.