ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ჯოვანი ფონიო ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა.

ბასილაშვილს პირველ სეტში გაუჭირდა, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა სეტის ბოლოს მოიპოვა და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა, შემდეგ კი იტალიელ ჩოგბურთელს წარმატების შანსი აღარ ჰქონია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 531-ე ადგილს იკავებს. ის პრაღის ტურნირის ძირითად ბადეში პირველ შეხვედრას ხვალ, 7 მაისს გამართავს. მისი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.