ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე არგენტინელ მარკო ტრუნხელიტის დაუპირისპირდა და სამ სეტში, 6:4, 1:6, 1:6 დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პრაღის ტურნირზე ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა. რაც შეეხება არგენტინელ მეტოქესთან მატჩს, ბასილაშვილმა აქტიურად დაიწყო, პირველ სეტში მეტოქეს ჩაწოდება ორჯერ აართვა და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტში არგენტინელმა ტემპს მოუმატა. ტრუნხელიტი კორტზე სიტუაციას სრულად აკონტროლებდა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელებს შორის მსოფლიო რეიტინგში 531-ე ადგილს იკავებს.