ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის ქალაქ მურსიაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 180-ე ჩოგანი, არგენტინელი მარკო ტრუნიელიტი სამ სეტში, 4:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. არგენტინელმა პირველ სეტში რამდენიმე საკვანძო ქულა მოიგო და გამარჯვებაც მას დარჩა, თუმცა მეორე და მესამე სეტში ბასილაშვილი გათამაშებებში უფრო აქტიური იყო და წარმატებასაც მიაღწია.

მურსიის ტურნირი ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე ხუთი თამაში მოიგო. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი გასულ კვირას ლეს ფრანკეს დელ ვალეს ტურნირის ნახევარფინალშიც იყო გასული.

ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პორტუგალიელ როკასა და ესპანელ რამოს ვინოლასს შორის გამარჯვებული იქნება.