ნიკოლოზ ბასილაშვილის პრაღის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილის პრაღის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს პრაღის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 330-ე ნომერი კარლოს ტაბერნერი ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, ხოლო მეორე პარტიაში გადამწყვეტი „ბრეიქის“ შესრულება ანგარიშზე 4:4 მოახერხა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ჯოვანი ფონიო იქნება.