ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰეილბრონის ჩელენჯერის ძირითად ბადეში გავიდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰეილბრონის ჩელენჯერის ძირითად ბადეში გავიდა #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაში მიმდინარე ჰეილბრონის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა.

ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ტუნისელი ჩოგბურთელი ეჩარგუი სამ სეტში, 6:3, 2:6, 6:2 დაამარცხა. მანამდე მან ამერიკელ კრისტიან ჰარისონს ორ სეტში სძლია.

ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელებს შორის მსოფლიო რეიტინგში 512-ე ადგილს იკავებს.

ქართველის საუკეთესო შედეგი კარიერაში მე-16 ადგილი იყო. მან ასევე მოახერხა ATP-ის კატეგორიის ხუთი ტურნირის მოგება.