ნიკოლას მადუროს ბრძანებით, ვენესუელამ ბრაზილიასთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა
ნიკოლას მადუროს ბრძანებით, ვენესუელამ ბრაზილიასთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა. სატელევიზო გამოსვლისას მადურომ განაცხადა, რომ შესაძლოა, საზღვარი კოლუმბიასთანაც ჩაიკეტოს.
ვენესუელის ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების განთავსება 23 თებერვლიდან დაიწყება, თუმცა მადუროს რეჟიმი ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას ეწინააღმდეგება.
ნიკოლას მადუროს თქმით, აშშ-ის მხრიდან თავდასხმები დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. მადურო ფიქრობს, რომ ტრამპის ნამდვილი ინტერესი არა ვენესუელის დემოკრატია, არამედ ქვეყნის ნავთობი და გაზია.
23 იანვარს, ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.