ნიკოლას მადურომ ვენესუელაში უშუქობის პრობლემის მოსაგვარებლად გეგმა წარადგინა
ვენესუელაში უშუქობის პრობლემის მოსაგვარებლად, ნიკოლას მადურომ ელექტროენერგიის 30 დღიანი განაწილების გეგმა წარადგინა.
სატელევიზიო მიმართვაში მადურომ თქვა, რომ 30 დღე ელექტროენერგიის სტაბილურობის და წყლის ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება გამოყენებული. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შესამცირებლად, სამუშაო დღე შემცირდება და სკოლები დაიხურება.
ვენესუელაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა 7 მარტიდან გაჩნდა, რაც სამოქალაქო ობიექტებს დაბრკოლებებს უქმნის.
ნიკოლას მადურო ელექტროენერგიის სისტემაში არსებულ პრობლემებს აშშ-ს და ქვეყნის ოპოზიციას უკავშირებს.