ნიკოლას მადურო - ვენესუელაში მთავრობა ძალადობრივი გზით არ შეიცვლება და ჩატარდება მშვიდობიანი არჩევნები
ნიკოლას მადურო - ვენესუელაში მთავრობა ძალადობრივი გზით არ შეიცვლება და ჩატარდება მშვიდობიანი არჩევნები

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ქვეყანაში მთავრობა ძალადობრივი გზით არ შეიცვლება და ჩატარდება მშვიდობიანი არჩევნები.

„ვენესუელაში, 22 აპრილს, რაც არ უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. არ იქნება სახელმწიფო გადატრიალება, აქ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდება, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა პრეზიდენტს აირჩევს“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მან ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, რომ ფლორიდის შტატში ისევ გაიხსნას საკონსულო.

2018 წლის 2 თებერვალს ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრიდდა.