ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ხელისუფლების დასაცავად
მზარდი კრიტიკის მიუხედავად, ვენესუელის პრეზიდენტი ამბობს რომ, ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ხელისუფლების დასაცავად. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. ნიკოლას მადუროს თქმით, 28 ივლისის შემდეგ 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ დაღუპულია 22 ადამიანი.
ვენესუელის პრეზიდენტმა სამხედროებთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა იმ კრიტიკაზე, რაც ბოლო პერიოდში მის მიმართ გაჟღერდა და გამოეხმაურა ევროკავშირში გაკეთებულ განცხადებებსაც.
„ევროკავშირი არის სამარცხვინო“, – თქვა მადურომ.
როგორც მადურომ განაცხადა, ის უპირისპირდება ვენესუელაში გადატრიალების მცდელობას.
ვენესუელის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ოპონენტები. მადურომ მათ ბინძური ვირთხები და ბოროტი ძალები უწოდა. ასევე, შეადარა ადოლფ ჰიტლერს, ბენიტო მუსოლინისა და ფრანცისკო ფრანკოს.
„მე არასდროს დავნებდები“, – თქვა მადურომ.