საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება.
ამის შესახებ განცხადება დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.