ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დამნაშავე იყო 2008 წელს საქართველოში და დამნაშავეა დღეს უკრაინაში
ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დამნაშავე იყო 2008 წელს საქართველოში და დამნაშავეა დღეს უკრაინაში

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის თქმით, 2008 წლის ომში დამნაშავე ვლადიმერ პუტინი იყო.

„ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხი არის საკითხი, რომელიც საუკუნეებითა და საუკუნეებით თარიღდება და რომელიც ჩვენს ბევრ მემკვიდრეს მოიცავს. მე ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინი დამნაშავე იყო საქართველოში და რომ ის დღეს დამნაშავეა უკრაინაში“, – განაცხადა სარკოზიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნული ინტერვიუთი გასულ კვირას ჟურნალ „ფიგაროში“ უკრაინის ომის შესახებ მისი განცხადებების ირგვლივ გაჩენილ კითვებს გასცა პასუხი. სარკოზიმ „ფიგაროსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ერთადერთი გზა დიპლომატიაზე გადის. მისივე თქმით,  „რუსეთი ევროპის მეზობელია და, გაუგებრობების მიუხედავად, ევროპასა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ“.

ფრანგული მედია წერს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ამ განცხადებების გამო კრიტიკის სამიზნე გახდა. ფრანგი პოლიტიკოსები ნიკოლა სარკოზის რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ ლმობიერებაში ადანაშაულებდნენ.