სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ფაშინიანმა და პუტინმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების მნიშვნელობასა და კონფქლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
9 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მთიან ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდა.