ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა, ნაზელ ბაღდასარიანმა განაცხადა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილა.
„ფაშინიანმა და პუტინმა განიხილეს ყარაბაღში არსებული ვითარება. ამასთან, ისაუბრეს რუსეთ-სომხეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე“, – განაცხადა ნაზელ ბაღდასარიანმა.