სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც ფაშინიანმა ფეისბუქით ვიდეომიმართვაში განაცხადა, მან და მისმა მეუღლემ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
„გვიხარია, რომ ტესტის პასუხი უარყოფითია. დღეის მდგომარეობით, ჩვენ კორონავირუსი არ გვაქვს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერი მეუღლესთან ერთად თვითიზოლაციაშია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 მარტს ფაშინიანის მეუღლე ბრაზილიის პირველ ლედის შეხვდა.