ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ძვირფასო ვლადიმერ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თქვენს საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, – ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში.
გზავნილში ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და რუსეთის ხალხების საკეთილდღეოდ, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში დიალოგი განვითარდება.