ნიკოლ ფაშინიანმა რუსული „ისკანდერების“ არაეფექტურობის შესახებ განაცხადა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსული „ისკანდერების“ არაეფექტურობის შესახებ განაცხადა. სომხურ მედიასთან ინტერვიუში სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე მთიან ყარაბაღში ომის დროს სომხეთის შეიარაღებაში არსებული რუსული სარაკეტო კომპლექსი, „ისკანდერი“ არ აფეთქდა ან მხოლოდ 10 პროცენტი აფეთქდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ, ფაშინიანმა უპასუხა, „არ ვიცი. შესაძლებელია, 80-იანი წლების შეიარაღება იყო“.
ეს კომენტარი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ექსპრეზიდენტ, სერჟ სარგსიანის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომ სომხეთს შეეძლო სარაკეტო სისტემების გამოყენება ყარაბაღში ომის მეოთხე დღეს.
სომხეთი ერთადერთი უცხო ქვეყანაა, რომელიც რუსეთისგან ამ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იღებს. სომხეთს ოთხი ასეთი სარაკეტო გამშვები სისტემა აქვს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვიქტორ ზავარზინმა ნიკოლ ფაშინიანი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.