ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერთა თხოვნით სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, ის თავს კარგად გრძნობს
ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერთა თხოვნით სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, ის თავს კარგად გრძნობს

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც იგი აღნიშნავს, მხარდამჭერთა თხოვნით, სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და მხოლოდ ყელის ანთება აქვს, რომელიც გაციებითაა გამოწვეული.

„უამრავი თქვენგანის წერილის და თხოვნის მიღების შემდეგ, ჩავიტარე სამედიცინო შემოწმება. არ მაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერთადერთი პრობლემა ყელის ანთებაა, რომელიც გაციებითაა გამოწვეული“, – წერს ფაშინიანი.

მან მხარდამჭერებს მადლობაც გადაუხადა  – „თქვენ რომ არა, ექიმთან არ წავიდოდი“ – აღნიშნავს ფაშინიანი.