ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხები განიხილეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხები ტელეფონით განიხილეს. ინფორმაციას სომხური მედია, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბრის ინიციატორი სომხური მხარე იყო.
„განხილულ იქნა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ზომები. ნიკოლ ფაშინიანმა ამ კონტექსტში მადლიერება გამოხატა რუსული მხარის მიერ გაწეული დახმარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეფონით ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ურთიერთკავშირზე. გარდა ამისა, მხარეები მომდევნო კონტაქტების განრიგზე შეთანხმდნენ.