სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.