ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ღამით აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებებისას სომხური მხრიდან 49 სამხედრო დაიღუპა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ღამით აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებების შედეგად სომხური მხრიდან 49 სამხედრო დაიღუპა.
სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლ ფაშინიანმა ბაქო სომხეთის ძალების პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
საზღვრის გასწვრივ ვითარების ესკალაციაში ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ.