ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში საპროტესტო აქცია იმართება
ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან არიან შეკრებილი.
ასევე მომიტინგეების ნაწილმა ტიგრან მეცის გამზირისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ნიკოლ ფაშინიანისგან ყარაბაღის ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებისთვის ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.