სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში ყველა გუბერნატორის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რესპუბლიკის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.
ამასთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ დამნაშავე პოლიტიკოსების გამოაშკარავების შემთხვევაში, საქმეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის ახალი მთავრობის პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება. თუმცა, ამავდროულად ხელისუფლება ქვეყნის განვითარებისთვის გრძელვადიან პროგრამებს მაინც შეიმუშავებს.
ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე გაათავისუფლა პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები. თუმცა, პრემიერად არჩევამდე პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ „საკადრო წმენდას“ არ განახორციელებდა.
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის, „ახალი ნაბიჯის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, 8 მაისს აირჩიეს. ის აღნიშნულ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. პირველი კენჭისყრის დროს, პირველ მაისს პარლამენტმა ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს, რის შემდეგაც ერევანი და რამდენიმე ქალაქი დემონსტრაციების მორიგმა ტალღამ მოიცვა.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია