ნიკოლ ფაშინიანი - ყოველი დღე მშვენიერი შესაძლებლობაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად
ყოველი დღე მშვენიერი შესაძლებლობაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთს არმია სჭირდება არა ომის, არამედ მშვიდობის იარაღად, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი.
„პრობლემა ის არის, რომ აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმების მიღწევა. ვიმედოვნებ, შეთანხმება მიღწეული იქნება, უფრო ზუსტად, ეს შეთანხმება მიღწეულია 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში, შემდეგ – სოჭში, ბრიუსელში. ძირითადი პრინციპები შეთანხმებულია, რჩება მხოლოდ მათი რეპროდუცირება სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტში. ვფიქრობ, გვაქვს შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს სამუშაო. როდესაც დავინახავთ, რომ ეს სამუშაო დასრულებულია, შედეგები შეჯამებულია და უნდა გადავიდეთ ხელმოწერაზე, ადგილის და დროის განსაზღვრა კიდევ ერთი საკითხია, რომელიც შემდგომ განიხილება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.