ნიკოლ ფაშინიანი - ყარაბაღის ხელისუფლების გარეშე, კონფლიქტის გადაწყვეტა ჯერ შორსაა
ნიკოლ ფაშინიანი - ყარაბაღის ხელისუფლების გარეშე, კონფლიქტის გადაწყვეტა ჯერ შორსაა

ყარაბაღის კონფლიქტი შორს არის გადაწყვეტისგან, ვიდრე მოლაპარაკებებში ყარაბაღის ხელისუფლება არ ჩაერთვება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლ ფაშიანიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე უფლებამოსილი ვარ წარმოვადგინო სომეხი ხალხის ინტერესები, მაგრამ არა ყარაბაღის, იმ მიზეზით, რომ ის არ მონაწილეობს პროცესში“, – აღნიშნა ფაშიანინმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აბსურდული ჭორი უწოდა ინფორმაციას, რომ სომხეთის მთავრობაში არის ხალხი, ვისაც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება საიდუმლოდ სურს.

„ყარაბაღის საკითხის საიდუმლოდ გადაწყვეტა შეუძლებელია. თუ მოლაპარაკებებში კონფლიქტის მოგვარების გზა გამოიძებნება, რომელსაც მე მისაღებად ჩავთვლი, პირველ რიგში განსახილველად ხალხს წარვუდგენ და აზრს ვიკითხავ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.