ნიკოლ ფაშინიანი - ვიზიარებ ავსტრიელი ხალხის მწუხარებას, დაღუპულთა ოჯახებს მოთმინებას და დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
ნიკოლ ფაშინიანი - ვიზიარებ ავსტრიელი ხალხის მწუხარებას, დაღუპულთა ოჯახებს მოთმინებას და დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვენაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

„ჩვენი ლოცვა ავსტრიელ ხალხთან არის. მთიანი ყარაბაღი უკვე თვეზე მეტია, რაც აზერბაიჯანულ-თურქული ტერორისტული ტანდემის წინააღმდეგ იბრძვის. ვიზიარებ ავსტრიელი ხალხის მწუხარებას, დაღუპულთა ოჯახებს მოთმინებას და დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ფაშინიანი „ტვიტერში“.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ოთხი ადამიანი, რომელთაგან ერთი თავდამსხმელია, ხოლო დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ თავდამსხმელზე ძებნა მიმდინარეობს.