ნიკოლ ფაშინიანი - უკრაინის საკითხში სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე
უკრაინის საკითხში სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენში სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ სომხეთი უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირე არ არის. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რომ არ შეგვიძლია ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა. უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, გერმანიაში სომხურ დიასპორასთან საუბრისას სომხეთის პრემიერმა ქვეყნის მთავარ საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება დაასახელა.
„ევროკავშირთან და ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობებში მე მნიშვნელობას ვანიჭებ არა მხოლოდ მატერიალურზე დაფუძნებულ, არამედ, ასევე, ღირებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, მნიშვნელოვანია თუ არა ჩვენთვის დემოკრატია. ჩვენ ურთიერთობები ევროკავშირთან დღეს დემოკრატიის წყალობით ვითარდება. ევროკავშირი მხარს გვიჭერს დემოკრატიის სფეროში და ჩვენ ასევე ვსწავლობთ, რა არის დემოკრატია“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშიანინმა.