ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება
სომხეთში ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება. ამის შესახებ დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვალდებულებას ვგრძნობ თქვენს წინაშე, ვილაპარაკო სრული სიმართლე, რამდენად სასტიკიც არ უნდა იყოს ის. დღევანდელი დღის მდგომარეობით, რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 200 პაციენტი ელოდება თავის რიგს ჰოსპიტალიზაციისთვის. დღეს ჯანდაცვის ჩვენი სისტემა მუშაობს ისეთი დატვირთვით, რომ საავადმყოფოებში ვერ ხერხდება იმ პაციენტების მოთავსება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანაში იყო შემთხვევა, როდესაც სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო „კოვიდ-19“-ით ადამიანი გარდაიცვალა.
მისი ინფორმაციით, იყო ასევე ორი შემთხვევა, როდესაც რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილების უკმარისობის გამო, პაციენტი გარდაიცვალა.