ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა
ფრაქცია „ელქმა“ აქციების ორგანიზატორი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.
„ფრაქციამ გადაწყვიტა , პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკოლ ფაშინიანი დაასახელოს”, – ნათქვამია „ელქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ წუთებში ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთში ნიკოლ ფაშინიანი მიმართავს.
სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მის მოვლებას კარენ კარაპეტიანი ასრულებს. დღეს გავლცედა ინფორმაცია თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ, თუმცა ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერ კანდიდატს, ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის სულ მცირე, 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ფაშინიანის მომხრეები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ 40 დეპუტატის მხარდაჭერის იმედი.