ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ვერ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია სომხეთის სახელმწიფო ინტერესებზე
სომხეთი ვერ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს იმ თვალსაზრისით, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია სომხეთის სახელმწიფო ინტერესებზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, იური კიმის განცხადების პასუხად, რომ აშშ ცდილობს, სომხეთი რუსეთის საპირწონედ აშშ-ის პარტნიორი გახდეს, ფაშინიანმა უპასუხა, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა გამჭვირვალეა და ასეთი ფორმულირებები მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„სომხეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის არის მიმართული და ორიენტირებული სომხეთის პოლიტიკურ ინტერესებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი დასავლეთის მხარდაჭერით „აგდებს რუსებს“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა: „მირჩევნია ჩემი კოლეგების განცხადებებზე გავაკეთო კომენტარი. მე გამოვდივარ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებებიდან, დანარჩენი სამუშაო პროცესებია. რუსეთის ფედერაციის მეთაურმა განაცხადა, რომ სომხეთთან არ არის პრობლემები, ისევე როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.