ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზადაა, ეუთო-ს ეგიდით აზერბაიჯანთან ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს
სომხეთი მზადაა, ეუთო-ს ეგიდით აზერბაიჯანთან ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს, – ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს ერევანში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, სომხეთი მზადაა, მოლაპარაკებები უმაღლეს დონზე გაიმართოს.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია, მნიშვნელოვანი რეგიონული პრობლემების გადაჭრა. სომხეთის პრემიერი პროვოკაციული ქმედებების და გზავნილებისგან თავშეკავების მოწოდებით გამოვიდა. ის გამოვიდა წინადადებით, შესაბამისი სამუშაო დაიწყოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკებების ფორმატში.
შეგახსნებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე რამდენიმე თვეა, დაძაბული ვითარებაა. ორმხრივი სროლის შედეგად არიან დაღუპულებიც. სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის განცხადების დარღვევაში დაადანაშაულა. ბაქოში ამტკიცებენ, რომ სომხეთმა არ გაიყვანა სამხედროები იმ რაიონებიდან, სადაც რუსი მშვიდობისმყოფელები არიან დისლოცირებულები. თავის მხრივ სომხეთი აზერბაიჯანელ სამხედროებს საზღვრის დარღვევაში სდებენ ბრალს.