ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის, თუმცა არა ყარაბაღის ხარჯზე
სომხეთი მზად არის თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ მთიან ყარაბაღზე წინაპირობის გარეშე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის ორი ქვეყნის მოსაგვარებელი და მესამე ქვეყანა არც ერთი მხარის პოზიციას არ უნდა იჭერდეს.
„ოფიციალური ერევანი მზად არის თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს მთიანი ყარაბაღის ხარჯზე და სომხეთის დათმობის ხარჯზე. თურქეთი რომ არ ერეოდეს ყარაბაღის კონფლიქტში და ერთ მხარეს არ ემხრობოდეს, სომხეთი მასთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის მზად იქნება. ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესები არის ორი ქვეყნის კონფლიქტი და მასში მესამე ქვეყანა არ უნდა ერეოდეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.