ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მიისწრაფის საქართველოსთან ყველა სექტორში თანამშრომლობის გაფართოებისკენ
სომხეთი მიისწრაფის საქართველოსთან ყველა სექტორში თანამშრომლობის გაფართოებისკენ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ წერს.
„სომხეთი ძალიან აფასებს სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და მიისწრაფის ორ ერს შორის თანამშრომლობის გაფართოებისკენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და სტრატეგიული ურთიერთკავშირის საფუძველზე, ყველა სექტორში: ენერგეტიკაში, ტექნოლოგიებში, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.