სომხეთი არ აპირებს მთიანი ყარაბაღისთვის ომს. სომხეთს არანაირი პრეტენზიები არ აქვს თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა და იმედი გვაქვს, რომ დელიმიტაციის პროცესში სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე გამოვავლინეთ ჩვენი გულწრფელობა დელიმიტაციის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებებით. გამოვავლინეთ გულწრფელობა, რადგანაც გავაკეთეთ შემდეგი: დავაფიქსირეთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მზად არის, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადადგას ნაბიჯები, რომ აზერბაიჯანულ სოფლებში, კერძოდ, საუბარია ოთხ სოფელზე, სადაც ახლა ხალხი არ ცხოვრობს, ხალხის ცხოვრება გახდეს შესაძლებელი.
ჩვენ ასევე ვაცხადებთ, რომ იმავე პროცესის შედეგად, სომხურ სოფლებში – ბაგანისში, ვოსკეპარში, კირანცში, ბერქაბერში – თანაბრად შესაძლებელი უნდა იყოს სტრესის გარეშე ცხოვრება, რათა ამ ადამიანებმა იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, ეს სწორედ ის წერტილია, რომლის ირგვლივაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს უნდა შეეძლოთ, მშვიდობის თეორიული დღის წესრიგი კონკრეტულ მშვიდობიან რეალობად აქციონ.