ნიკოლ ფაშინიანი შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„უკიდურესად დამწუხრებული ვარ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. ჩემი გულწრფელი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს და სწრაფი გამოჯანმრთელება დაშავებულებს“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.