ნიკოლ ფაშინიანი - საქმე გვაქვს ვირუსის მეორე ტალღასთან
ნიკოლ ფაშინიანი - საქმე გვაქვს ვირუსის მეორე ტალღასთან

სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ამჟამად სომხეთში კორონავირუსის მეორე ტალღაა.

„სიტუაციის შეფასების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ კარანტინის ზომები ადეკვატურია, თუმცა პრობლემა შეზღუდვების დაცვაშია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მიიღებს ზომებს, რათა მოქალაქეებმა პირბადე აუცილებლად ატარონ.

ფაშინიანის განცხადებით, სხვადასხვა რაიონისს საავტომობილო გზებზე მოეწყობა საკონტროლო გამშვები პუნქტები, რათა მოქალაქეების მიერ პირბადის ტარების ვალდებულება შესრულდეს.