ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსა და რუსეთთან სატვირთო მანქანების მოძრაობის რეგულირებისთვის აქტიურად ვმუშაობთ
ბოლო დღეებში, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსა და რუსეთთან, სატვირთო მანქანების მოძრაობის რეგულირებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სოციალურ ქსელ, „ფეისბუქში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ბოლო დღეებში ლარსში პრობლემები შეიქმნა და დიდი ხნის განმავლობაში გზა თოვლის გამო დაიხურა, გზის გახსნის შემდეგ კი, სატვირთო მანქანების დაგროვება მოხდა.
„ბოლო დღეებში ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციასთან, რათა სატვირთო მანქანების მოძრაობა დარეგულირდეს და ნორმალურ მდგომარეობამდე მივიდეს. ჩვენი საუბრები ამ თემაზე საკმაოდ ეფექტურია. დარწმუნებული ვარ, რომ ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას. ბოლო დღეებში მათ ოდნავ გააუმჯობესეს სიტუაცია, რაც გართულებულია კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის ძალიან სწრაფად მოგვარებას შევძლებთ“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.