ნიკოლ ფაშინიანი - სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია
ნიკოლ ფაშინიანი - სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კონფლიქტის დარეგულირებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია.

„კონფლიქტის ძალისმიერი გადაჭრა არ არსებობს და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, რაც ჩვენი რეგიონის ხალხების ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა მინსკში ვიზიტით მყოფმა ფაშინიანმა, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომას ესწრება.

მისი თქმით, აზერბაიჯანი იგნორს უკეთებს პანდემიის პირობებში, შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტისკენ მრავალრიცხოვან მოწოდებებს, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს უმაღლესი წევრების 14 აპრილის ერთობლივ განცხადებაში ასახულ მოწოდებებს და გაერო-ს გენერალური მდივნის 23 მარტის განცხადებას.

„სომხეთის შეიარაღებული ძალებს არ შეეძლოთ, რეაგირების გარეშე დაეტოვებინათ აზერბაიჯანის ეს პროვოკაციული ქმედებები. სამწუხაროდ, პროვოკაციები დღესაც გრძელდება, რაც ხელს უწყობს დაძაბულობის შენარჩუნებასა და არაპროგნოზირებად ვითარებას“, – აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.