ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი სომხეთთან საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესის გადადებას ცდილობს
აზერბაიჯანი სომხეთთან საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესის გადადებას ცდილობს, – აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომეხი ლიდერის განცხადებით, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა მზადყოფნა, მოეწერა ხელი წინადადებისთვის საზღვრების დემარკაციისა და დემილიტაციის თაობაზე, რომელი საკითხიც იმ დროს მოლაპარაკებების მაგიდაზე იდო.
„რუსეთის ფედერაციამ სამჯერ გამოხატა ინიციატივა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაციის პროცესის დაწყებაზე, მაგრამ ეს პროცესი ჭიანურდება ოფიციალური ბაქოს პოზიციის გამო. ამის მიუხედავად, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საზღვარზე არსებული სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარება. შესაბამისად ოფიციალური ერევნის წინადადებები, რომლებიც ადრე გაჟღერდა, ძალაში რჩება“, – განაცხადა ფაშინიანმა.