ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის თაობაზე წინადადებები ჩვენთვის მისაღები იყო და მისაღებად რჩება
პარლამენტში სამთავრობო საათის დროს გუშინ განვაცხადე, რომ 2021 წლის მაისიდან რუსეთის ფედერაციამ სამი წინადადება წარადგინა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის თაობაზე და სამივე წინადადება იყო და რჩება ჩვენთვის მისაღებად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გუშინდელი ჩემი განცხადების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა წინადადებით დემარკაციისა და დელიმიტაციის მოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით. მინდა, დავადასტურო, რომ ეს წინადადებები ჩვენთვის მისაღებია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
აქვე მთავრობის ხელმძღვანელმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს მიმართა, რომ მან დააზუსტოს დეტალები რუს კოლეგასთან და ოფიციალური ერევანი ეცდება მოახდინოს შეთავაზების რეალიზაცია კრემლის წინადადებების ფარგლებში და მის საფუძველზე.